ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის კურსები
დაწყების თარიღი: 9 ოქტომბერი, 2017

ქსელების ადმინისტრატორებისა და სისტემური ადმინისრატორების კურსები:

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა დღევანდელ საქართველოში სულ უფრო სჭარბობს ქვეყანაში არსებული პროფესიონალების რაოდენობას. სწორედ ამ ნაპრალის ამოვსებაზე ზრუნავს "აითი–ნოლიჯი", რომლის დანიშნულებაცაა ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT)დარგში მეტი და მეტი სპეციალისტის მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის მუდმივ ამაღლებას.

 

„აითი-ნოლიჯი“ გთავაზობთ ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის მოსამზადებელ 9-თვიან კურსებს, რომლის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:

- კომპიუტერული მოწყობილობების აპარა­ტუ­რული და პროგრამული უზრუნ­ველყოფა, გამართვა, ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა (IT Essential – PC Hardware&SoftWare)

- მაიკროსოფტის სერვერული სისტემების გამართვა და მოწყობა (Windows Server 2012 კურსი 20410)

- საკომუნიკაციო ქსელების ინსტალაცია და მომსახურება Cisco Systems-ის ბაზაზე (CCNA 200-125)

 

კურსებსკითხულობენ Microsoftისადა Ciscoაკადემიის ლიცენზირებულიინსტრუქტორები.

 

 წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ:

 

· კომპიუტერული ტექნიკის გამართვასა და პროგრამულ უზრუნველყოფას;

· კომპიუტერული ქსელების გამართვას;

· კომპიუტერული ქსელების მართვას Windows Server-ების მეშვეობით;

· კომპიუტერული ქსელების მართვას Cisco-ს მეშვეობით.

 

 

გარდაამისა, მიიღებენ:

 · Microsoft-ის სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსს (MCTS);

 · Cisco-სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსს (CCNA);

 · სპეციალობის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას (წამყვან ქართულ კომპანიებში საწარმოო პრაქტიკების სახით).

 

სწავლების ღირებულებაში შედის Microsoft-ისა და Ciscoსაგან სასწავლო ლიტერატურისა და ლაბორატორიის შესაბამისი დისკების თანხა.

 

ჩარიცხვა მოხდება ლოგიკურ ამოცანებსა და ტექნიკურ ინგლისურში ტესტირების საფუძველზე.

 

 

სწავლების ღირებულებაა:

· პირველადი შესატანი თანხა (ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ)– 800 ლარი

· ყოველთვიური გადასახადი – 450 ლარი (7 თვის განმავლობაში)

 

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 29 სექტემბერი, ტესტირება ჩატარდება 2-3 ოქტომბერს.

 

 

 

ტრეინინგებზე დასარეგისტრირებლად უნდა შეიყვანოთ შემდეგი მონაცემები:

 

• მომხმარებლის სახელი
• პაროლი
• პაროლის დადასტურება
• ელ.ფოსტა
• დამცავი კოდი

 

გაგზავნა-ზე დაჭერის შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ პერსონალური ინფორმაცია.

 

სისტემაში შესვლის შემდეგ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ერთდროულად რამოდენიმე ტრეინინგზე.

ტრეინინგების ჩამონათვალი, რომელზეც ხართ რეგისტრირებული, შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფილში.

 9 თვე
 3950 GEL
ინსტრუქტორი:
"აითი-ნოლიჯის" ინსტრუქტორები
ენა: ქართულად
კურსზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა: 4