საოფისე მომხმარებლები

დღევანდელ საქართველოში სულ უფრო მატულობს ისეთი ორგანიზაციების რიცხვი, რომელთა მთავარ აქტივს წარმოადგენს არა მანქანა დანადგარები ან ფულადი კაპიტალი, არამედ მისი თანამშრომლები. ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლება, რამეთუ ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის ბიზნესის ეფექტიანობაზე და შესაბამისად მომგებიანობაზე. სწორედ თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობას ემსახურება ის სამომხმარებლო კურსები, რომლებსაც IT-Knowledge სთავაზობს თავის კლიენტურას. 

 

ჩვენი სამომხმარებლო კურსების პორტფელში მთავარი ადგილი უკავია Microsoft Office-ის პაკეტს და მასში შემავალ პროგრამულ კომპონენტებს, რომელთაგანაც ძირითადებია:

 

 

MS-W-07-L1

Microsoft Word 2007 or 2010  Level 1 (Basic)

8 საათი

MS-W-07-L2

Microsoft Word 2007 or 2010  Level 2 (Advanced)

24 საათი

MS-E-07-L1

Microsoft Excel 2007 or 2010  Level 1 (Basic)

8 საათი

MS-E-07-L2

Microsoft Excel 2007 or 2010  Level 2 (Intermediate)

10 საათი

MS-E-07-L3

Microsoft Excel 2007 or 2010  Level 2 (Advanced)

12 საათი

MS-A-07

Microsoft Access 2007

24 საათი

MS-O-07

Microsoft Outlook 2007

12 საათი

MS-PP-07

Microsoft PowerPoint 2007

16 საათი

 

 

სტანდარტული კურსების გარდა IT-Knowledge კლიენტისგან დაკვეთის შემთხვევაში ამზადებს და ატარებს სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის სამომხმარებლო კურსებს. ასეთი სერვისით ხშირად სარგებლობენ ორგანიზაციები, რომლებიც იყენებენ სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა მოამზადონ ახალი, ან უბრალოდ გადაამზადონ არსებული თანამშრომლები. 

 ნებისმიერი სამომხმარებლო კურსის ჩატარება ხორციელდება როგორც IT-Knowledge-ის სასწავლო ცენტრში, ასევე დამკვეთის ტერიტორიაზე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.