IT მენეჯერებისთვის

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი წარმოადგენს ორგანიზაციის კორპორატიული მმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და, სხვა დარგებისგან განსხვავებით, მოითხოვს მაღალ კომპეტენციებს როგორც მენეჯმენტის სფეროში, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სწორედ ამიტომაც წარმატებული ორგანიზაციები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათი IT ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მუდმივად იმაღლებდნენ კვალიფიკაციას და ითვისებდნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.  

 

IT-Knowledge-ის დახმარებით IT ქვედანაყოფების მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ, გაიღრმავონ თავისი ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT პროცესების ორგანიზება და მართვა, IT სერვისების მენეჯმენტი, პროექტების მართვა და სხვ. 

 

 

ITIL v3

ITIL-ის საფუძვლები - IT ქვედანაყოფის ორგანიზების პრინციპები

3 დღე (24 საათი)

Service Desk

Service Desk, Incident & Problem Management - ინციდენტებისა და პრობლემების მართვა

3 დღე (24 საათი)

CobiT

CobiT - ინფორმაციული სისტემების აუდიტი და მართვა

2 დღე (16 საათი)

PMBOK

პროექტების მართვის საფუძვლები PMI PMBOK-ის მიხედვით

3 დღე (24 საათი)

 

ამ სტანდარტული კურსების გარდა, დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია IT მენეჯერებისთვის განკუთვნილი სხვა კურსების ორგანიზება როგორც IT-Knowledge-ის ლოკალურ სასწავლო ცენტრში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ IT-Knowledge-ის პარტნიორ სასწავლო ცენტრებში.

 

ტრეინინგების გავლის შემდეგ მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ჩააბარონ სასერთიფიკაციო გამოცდები. წარმოადგენს რა Pearson VUE-სა და PROMETRIC-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, IT-Knowledge-ში გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატის გაცემა.